საზოგადოება

საერთაშორისო ონლაინ პანელზე, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს

საქართველოს მიწვევა
20:00 04.04
დაკოპირებულია

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ონლაინ პანელზე COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პანელური დისკუსია სახელწოდებით „COVID-19 შავიზღვისპირა რეგიონში: პოტენციური საფრთხეები და რეგიონული კოორდინაცია“ შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული პრობლემების და რეგიონული კოორდინაციის შესახებ 2 აპრილს მოეწყო. საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე საქართველო როგორც განსაკუთრებული ქეისის მქონე ქვეყანა მიიწვიეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული ღონისძიებები გააცნო.

პანელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო მკვლევარები და უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ. პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საქართველოს მთავრობამ ეფექტური და რაც მთავარია მყისიერი რეაგირება მოახდინა. მინდა სიამაყით გითხრათ, რომ 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ 130 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ 26 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში ჯერჯერობით საბედნიეროდ არცერთი შემთხვევა არ დასრულებულა ლეტალურად. საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსის შემოღწევამდე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მიღებულმა ზომებმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვლა. საქართველოს მთავრობამ მყისიერად შეაჩერა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებად გამოცხადნენ. მთავრობის მიერ შეიქმნა საკარანტინო ზონები, სადაც 14 დღის განმავლობაში გადაგვყავს თითოეული მგზავრი, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს. ამ დროისათვის სავალდებულო საკარანტინო ზონებში 5 500-ზე მეტი მოქალაქე გვყავს. 1500-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიარა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და ისინი საკუთარ ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საქართველო აქტიური ტურისტული ქვეყანაა და შედეგად სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეები თავს კომფორტულად გრძნობენ. საქართველო მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი აკრძალვები დაწესდა გადაადგილების, ტრანსპორტის, შოპინგის და სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ძალიან პოზიტიურად შეაფასა.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მობილიზებულია და მთავრობას აქვს მყარი სტრატეგია, თუ როგორ შემცირდეს ახალი კორონავირუსის გავრცელება.

"მოლოდინია რომ დაინფიცირების ციფრები გაიზრდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მაქსიმალურად შეანელოს ზრდის ტემპი. საქართველოს მთავრობა აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ახორციელებს იმისთვის რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი, მკაფიო ინფორმაცია თუ რა არის მნიშვნელოვანი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან COVID-19-თან ბრძოლაში საჭიროა ორმხრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას აქვს სტრატეგია რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად მოსახლეობამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას სოციალური დისტანციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის სამომავლო გავრცელების პრევენციისთვის", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ,ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში საერთაშორისო ონლაინ პანელის მსვლელობისას მარიამ ქვრივიშვილმა უცხოელ წამყვან ექსპერტებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების სრული სპექტრი დეტალურად გააცნო.

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ვაშინგტონში 1946 წელს დაარსდა. ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე მუშაობენ.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:35 28.05
საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თან...
23:23 28.05
"პანდემიამ გამოწვევის წინაშე დაგვაყენა ყველა და ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინა", - ამის შ...
23:04 28.05
გლდანის ხევის NI–NIა კორპუსებთან დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით...
22:08 28.05
დისტანციური კონსულტაცია კონტრაფაქციასთან ბრძოლის მექანიზმები კორონავი...
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA...
ზახაშვილი: უხსოვარი დროიდან, კულტურული ე...
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლი...
გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის...
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წე...
თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიც...