მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 ადამიანი დაჯარიმდა

საქართველოს პოლიციის ფორმა

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, მათ შორის, თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 15000 ლარით.