მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს რესპირატორები გადაეცა

პირბადეების ყუთები

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სამშენებლო კომპანია „არქიმ“ რესპირატორული ნიღბები უსასყიდლოდ გადასცა.

N95-ის ტიპის სამედიცინო ნიღბები სასწრაფო დახმარების მედპერსონალს დაურიგდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. ვფიქრობ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა მხარი დავუჭიროთ სასწრაფო დახმარების მედპერსონალს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება" - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ. კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პერსონალი სრულად არის აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით.