მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგრანტო ხელშეკრულება GITA-სა და შპს „OxGen“-ს შორის

საგრანტო ხელშეკრულება GITA - სა და შპს ,,OxGen“- ს  შორის

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 - ლარიანი გრანტი სტარტაპმა „OxGen”- მა მიიღო. კომპანია სინთეზური ბიოლოგიის გამოყენებით (Synthetic Biology), ქმნის ინოვაციურ სადიაგნოსტიკო ტესტებს სხვადასხვა ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების აღმოსაჩენად. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სინთეზური ბიოლოგიის გამოყენება ახალი სიტყვაა დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ ახალი თაობის სწრაფი და ეფექტიანი ტესტ სისტემები. კომპანიის მიზანია, სპეციალიზებული პროდუქციის ხაზით დაიკავოს ნიშა მსოფლიო ბაზარზე.

„შპს „OxGen” დაფუძნდა, ვლადიმერ ბარამიძის მიერ 2014 წელს, GRDF-CDC პროგრამის დაფინანსებით. კომპანია მოიცავს პარტნიორებს იაპონიასა და გერმანიაში. GITA - ს გრანტით, დაგეგმილია ნატახტარში ბიოტექნოლოგიური წარმოების შექმნა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო დანადგარითა და სტანდარტით. კომპანიის კოლაბორატორები არიან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია. 2023 წელს კომპანია გეგმავს მისი წარმოების ძირითადი ნაწილის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000 - ლარიანი საგრანტო პროგრამა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.