საზოგადოება

საიჯარო მომსახურება, გადავადებული ვალდებულებები - შემოსავლების სამსახური თქვენს კითხვებს პასუხობს

ფულადი დახმარება
1607199151
დაკოპირებულია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმ კითხვებს სცემს პასუხს, რომლებიც მოქალაქეებს ყველაზე ხშირად აწუხებთ და აინტერესებთ. 

🛑 საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია თუ არა აცნობოს საგადსახადო ორგანოს და გადაიხადოს გადასახადი?

„ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცალკეულ ობიექტებს, მაგალითად სილამაზის სალონებს, მათი ნებისაგან დამოუკიდებლად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეუჩერდათ საქმიანობა, მათ არ აქვთ ვალდებულება დამატებით აცნობონ საგადასახადო ორგანოს საქმიანობის შეჩერების თაობაზე, შესაბამისად საქმიანობის შეჩერების პერიოდში მათ არ დაეკისრებათ ფიქსირებული გადასახადი.

რაც შეეხება სხვა, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ობიექტებს, რომელთა საქმიანობა არ შეჩერებულა საქართველოს მთავრობის დადგენილებით (მ.შ თონეები), და უფლება ჰქონდათ გაეგრძელებინათ ეკონომიკური საქმიანობა, აღნიშნული ობიექტების მიერ, მათივე გადაწყვეტილებით საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში, ისინი ვალდებულები არიან, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ საგადასახადო ორგანოს, რათა არ დაეკისროთ ფიქსირებული გადასახადი (სიტუაციური სახელმძღვანელო N 2538)“.

🛑 საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პირებს (მეიჯარე/მოიჯარე), რომელთაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება, წარმოექმნებათ თუ არა შეჩერებულ საიჯარო მომსახურების პერიოდზე გადასახადის გადახდის ვალდებულება?

„იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეული სამეწარმეო საქმიანობა შეჩერებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით) მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, საგანგებო მდგომარეობის არსებობის პერიოდში მეიჯარის მიერ გაწეული მომსახურება, (რომელზეც არ არის გადახდილი საიჯარო გადასახდელები მოიჯარის მიერ), არ განიხილება მის მიერ უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებად, ხოლო მოიჯარისთვის - სარგებლად და შესაბამისად გადასახდებით დაბეგვრის ობიექტად.

ამასთან, თუ საგანგებო მდგომარეობა მოიცავს არასრულ თვე(ებ)ს, აღნიშნული მიდგომა გავრცელდება სრულ თვე(ებ)ზე (სიტუაციური სახელმძღვანელო N 2537)“.

🛑 მეწარმე სუბიექტებს, რომლებსაც მიეცათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება და ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ორგანიზებას უკეთებენ დაქირავებულ პირთა სამსახურში გამოცხადებას და მათ სახლებში დაბრუნებას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის გადასცემენ მგზავრობისთვის საჭირო მიზნობრივ თანხას, აღნიშნული განიხილება თუ არა მომსახურების გაწევად/დაქირავებულის ხელფასად და შესაბამისად ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას?

„იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერდა საქართველოს კანონმდებლობით (მთავრობის დადგენილებით) და დაქირავებულთა ტრანსპორტირების გარეშე შეუძლებელია პირის (დამქირავებლის) ეკონომიკური საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება, დაქირავებულთა სხვადასხვა ფორმით ორგანიზებულ გადაყვანასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოიქმნება (სიტუაციური სახელმძღვანელო N 2539)“.

🛑 გავრცელდება თუ არა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები დღეს არსებულ დავალიანებაზე?

„საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ტურიზმის სექტორში დასაქმებულ გადასახდის გადამხდელებს და იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაუვადდათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადში, რომლებმაც დაარეგისტრირეს და მიიღეს დადებითი პასუხი განცხადებაზე „საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების“ თაობაზე.

აღნიშნულ დავალიანებაზე გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გავრცელდება. გარდა, ზემოთ აღნიშნული საგადასახადო დავალიანებისა, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს აქვს უფლება გამოიყენოს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები“.

🛑 როგორ ხდება ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა?

ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერისთვის საჭიროა დაარეგისტრიროთ ელექტრონული განცხადება „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“.

🛑 რა ვადაშია შესაძლებელი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის/დარიცხული საგადასახადო ვალდებულების გასაჩივრება საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით?

„საქართველოში ახალი კორონა ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის საფუძველზე, შეჩერდა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.

შენიშვნა: 2020 წლის 23 მარტის მდგომარეობით და მას შემდეგ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, გადასახადის გადამხდელების დროებითი აღრიცხვის ბარათზე (სადაც ასახულია ინფორმაცია დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების/სანქციების შესახებ, რომლის გასაჩივრების ვადა ჯერ არ გასულა, ან მიმდინარეობს საგადასახადო დავის წარმოება) აღრიცხული საგადასახადო ვალდებულებები/სანქციები პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადატანილი იქნება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 31-ე დღეს, თუ პირს აღნიშნულ ვადამდე არ გაუსაჩივრებია საგადასახადო/საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 21-ე დღეს, თუ პირს აღნიშნულ ვადამდე არ გაუსაჩივრებია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება“.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლო...

„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. 

ახალციხე-ნინოწმინდის გზის 90-112კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

1610815842

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი, რომ ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, მათგან განსხვავებით და ეს უსვამს ხაზს მის უნიკალურობას, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო მაშინ, როდესაც კადენციაც არ იყო გასული,- ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა „ვაშინგტონ პოსტში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვას.

1610808919

„ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას“,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში განაცხადა.

1610808531

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საჭიროა, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გამართვამდე ოპოზიციურმა პარტიებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ. 

1610808335
მერკელის პარტიის ახალი
თავმჯდომარე

მერკელის პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გერმანიის მმართველმა პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ახალი თავმჯდომარე აირჩია. ის 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ვლადიმერ ბორცვაძე: პოლიციის მხრიდან გატა...

„პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

რუსეთში გრიპი აღარ არსებობს - რუსული მედ...

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ დროისთვის გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ ეგორ გაიდარის სახელობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. 

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგ...

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.