მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საირმის საკარანტინო სივრცე 41-მა პირმა დატოვა

გადადგილების შეზღუდვა

იმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს 41-მა მოქალაქემ დატოვა. ბოლო სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ კარანტინში მყოფნი სრულიად ჯანმრთელები არიან და შეუძლიათ, საკუთარ სახლებში დაბრუნება.

41-ვე მოქალაქეს სახელმწიფო საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნებს. საირმეს საკარანტინო ზონაში საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.