მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო აკმაყოფილებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ბევრ კრიტერიუმს“ - ანდერს ფოგ რასმუსენი

ანდერს ფოგ რასმუსენიi

„საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო ბევრ კრიტერიუმს“, – ეს განცხადება ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ონლაინ რეჟიმში გამართულ დისკუსიაზე გააკეთა. ინფრომაციას ტელეკომპანია „პირველი არხი“ ავრცელებს.

მისი თქმით, ევროპაში ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელს ალიანსში გაწევრიანდება.

„დემოკრატიული სტანდარტების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება ნატო-ში გაწევრიანების წინაპირობაა. ჩვენ არ მივცემთ კრემლს უფლებას, ჰქონდეს იარაღი, რათა დაბლოკოს საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ან ნატო-სკენ და ეს არჩევნებში ჩარევის გზით გააკეთოს. ამავე დროს უნდა გავუსვა ხაზი, რომ საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ბევრ კრიტერიუმს“, - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მისი თქმით, საქართველოს სამხედრო სტანდარტები უკვე ძალიან მაღალ დონეზეა და შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს.