საზოგადოება

საქართველო აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდს მასპინძლობს

საქართველო ამერიკის
შეერთებული შტატების
სანაპირო დაცვის ხომალდს
მასპინძლობს
1620125645
დაკოპირებულია

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდი - „USCGC HAMILTON“ (WMSL 753) შემოვიდა. ამერიკულ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე დახვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, ხომალდის ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება, ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას,ასევე, ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას.

„USCGC HAMILTON“ ბათუმის ნავსადგურს პირველად სტუმრობს. ხომალდს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს.

ნავსადგურში შემოსვლამდე, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდის და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების - „დიოსკურიასა“და "ოჩამჩირეს" მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

მათივე ცნობით, სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს, ძებნა-გადარჩენის პროცედურებს და აშშ-ის ხომალდის კუთვნილი ვერტმფრენის გამოყენებით სხვადასხვა სასწავლო ელემენტს. ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე აშშ-ის ხომალდის მეთაურთან, I რანგის კაპიტან ტიმ ქრონინთან შეხვედრას ბათუმის სამმართველოში გამართავს.

ასევე, დაგეგმილია ეკიპაჟის წევრების ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში (JMOC). ამერიკელი კოლეგები კი ქართულ დელეგაციებს ხომალდ „ ამილტონზე“ უმასპინძლებენ.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის ნავსადგურს 6 მაისს დატოვებს.

პაციენტი პალატაში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამ...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620629227

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სფეროში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ პირებს აპრილის თვის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული თვის მოვლენებია შესული.

1620635369

პარლამენტის წევრი, „გირჩის“ წარმომადგენელი ვახო მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა.

1620635301

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, დღეს „ასტრა-ზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1620634784

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ინტერესების დამცველი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ მელია დღეს გათავისუფლდება.

1620634153
მიხეილ კოჟუხოვი

რუსეთი საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა...

„რუსეთის გამო ორმაგ სირცხვილს განვიცდი, რადგანაც ის საქართველოს ქუჩის „შპანასავით“ ექცევა“. ამის შესახებ რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მიხეილ კოჟუხოვმა „ფეისბუქში“ დაწერა. ინფორმაციას vz.ru ავრცელებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმშ...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტში ახალი სტრუქტურული ერთეული - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო - შექმნა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის ტერიტორიაზე მოხელეთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებს გამოიძიებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

ავღანეთში ავტობუსის აფეთქებას 11 ადამიან...

11 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Reuters იუწყება.

თემქაზე ხე წაიქცა - დაზიანებულია რამდენი...

თბილისში, ზღვის უბანში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელმაც რამდენიმე მანქანა მოიყოლა.