მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს 4 ქალაქში უმაღლესსა და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება შენარჩუნდება

დისტანციური სწავლება, კორონავირუსი

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს 4 ქალაქში უმაღლესსა და პროფესიულ სასწავლებლებში დისტანციური სწავლება შენარჩუნდება.

მინისტრის განმარტებით, დისტანციური სწავლების რეჟიმი გაგრძელდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

დისტანციური სწავლება ამ ეტაპზე შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში. აჭარაზე აღვნიშნე, რომ ყველა საფეხურზე დისტანციური სწავლებაა“, - აღნიშნა ჩხენკელმა. რაც შეეხებგა არადისტანციურად სწავლის განახლებას, მინისტრი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

ინფორმაციისთვის, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები სკოლებში სიარულს აღადგენენ, ხოლო გორსა და ფოთში სკოლებში სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის აღდგება.