მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველო აზერბაიჯანი

2020 წლის 24 სექტემბერს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, ასევე საქართველოს პარლამენტში - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახაბერ კუჭავასთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს და ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ეროვნული გმირის ჰეიდარ ალიევის მემორიალს. ​