მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს ბანკი“ თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თავდასხმა საქართველოს ბანკზე

„საქართველოს ბანკი“ ავლაბარში მდებარე ფილიალზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, „საქართველოს ბანკის ადმინისტრაციისთვის“ მნიშვნელოვანია ბანკის თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება და შესაძლებლობების ფარგლებში კეთდება ყველაფერი მოქალაქეების დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, „საქართველოს ბანკში“ ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკის 3 ოპერატორი და დაცვის 1 თანამშრომელი მძევლად აიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ჯგუფი, ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო მანქანა.

ამავე თემაზე:

⭕ თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - უახლესი ამბები

„მოხუცი ქალი გამოუშვა... შუბლზე მომადო იარაღიო“ - თვითმხილველები ბანკის დაყაჩაღების ფაქტზე ახალ დეტალებს ჰყვებიან