საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრემში ღვინის რესტორანი გაიხსნება

რესტორნის გახსნა
19:22 08.07
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გრემში ღვინის ღია რესტორანი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რესტორანში განთავსდება შოურუმი, ულამაზესი ვერანდა, რომლიც 120 ადამიანზე იქნება გათვლილი. ღვინის რესტორანი მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ კერძებს შესთავაზებს. რესტორანში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის ღვინოები, როგორიცაა: საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული, ხვანჭკარა, 3 სახეობის ალაზნის ველი (წითელი, თეთრი და ვარდისფერი), ასევე სამი სახეობის ფიროსმანი (თეთრი, წითელი, ვარდისფერი).

გახსნის შემდეგ ღვინის რესტორანი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში 20 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 100 000 ევროა. კომპანია რესტორნის გახსნას სექტემბერში გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და შპს „გრემის“ პარტნიორობით ღვინის ახალი რესტორანი გაიხსნება. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო ღვინის სექტორმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და ვფიქრობთ, ახლა კიდევ უფრო მეტად საჭიროა გვერდით დავუდგეთ ღვინის ბიზნესს და მას შემდგომი განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. აუცილებელია არ გავჩერდეთ და ერთად ვიზრუნოთ, რომ სექტორი მომგებიანობის ძველ მაჩვენებლს დაუბრუნდეს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

რუსეთის აგრესია

12 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომი...
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რუსეთ-საქართველოს ომის...
01:00
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობ...
00:50
„დღევანდელი კონფერენცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრეს...
00:43
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვ...
00:12
ეუთოს განცხადება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კო...
რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომ...
20:06 07.08
თეა ახვლედიანი: ომით დაშორიშორებული საზო...
„გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეში...
ირაკლი სესიაშვილი: სტრატეგიულ, ოპერატიულ...
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც,...
აშშ-ში უმუშევრობა ორნიშნა მაჩვენებელზე ნ...
შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მესამე თვეა მცირდება, თუმცა ის კვლავ ორნიშნა მაჩვე...