საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია GWS ვენახებს განაახლებს

დაფინანსება ვენახების განახლებისთვის
22:38 10.07
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით, თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა-ზე კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახები განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელბს.

მათივე ცნობით, კომპანია საფერავის, ქისის, მწვანეს, რქაწითელის, ოჯალეშის ჯიშის ვენახებს განაახლებს, რაც მას წარმოების ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

ინვესტიცია ვენახის განახლებისთვის საჭირო აგროტექნიკის შეძენასაც ითვალისწინებს. კომპანიისთვის ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფო შეღავათიანი კრედიტების ფარგლებშია გამოყოფილი.

„მოხარული ვართ, რომ საქართვალოს ბანკისა და ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის მრავალწლიანი პარტნიორობა კვლავ წარმატებით გრძელდება. 2017 წლიდან და ჩვენ ერთად არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ამჟამინდელი პარტნიორობის ფარგლებში კი კომპანია არსებული ვენახების განახლებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში. ის 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ - ის ბაზაზე შეიქმნა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ ქოქოსაძემ.

ცნობისთვის, კომპანია GWS-ის მფლობელობაში დღეს 400 ჰა ვენახია. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. ყურძნის ჯიშებიდან 85% ქართული ტრადუციული, ხოლო 15% საერთაშირისო ცნობილი სახეობებია.

მალე კომპანია GWS მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს. ღვინის წარმოების პროცესი დახვეწილია. ყურძენი ხელით იკრიფება და მარცვლები მაქსიმალურად დაცულია დაზიანებისგან. ტრანსპორტირებისას განსაკუთრებული ნორმების დაცვის შედეგად საწარმოში მხოლოდ საუკეთესო მარცვლები ხვდება, რაც კომპანიას მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას აძლევს.

ღვინის დამზადებისთვის კომპანია ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის შესაძლებლობის მქონე უჟანგავი ფოლადის ცისტერნებს იყენებს. ხშირ შემთხვევაში, ადგილწარმოშობის ღვინის დაძველება 12 თვის განმავლობაში, მუხის კასრში ხდება. სწორედ კასრისა და სხვადასხვა ჯიშის ყურძნის სწორი შეხამება იძლევა უნიკალური გემოს მქონე ღვინის დამზადების შესაძლებლობას. GWS წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებს აწარმოებს.

არ გადაკვეთო 4

ახალქალაქში 27 წლის ბიჭი მოკლეს

ახალქალაქში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ, ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს და...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად...
20:45 08.08
ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა. ადამიანი ტკიპების ნაკბენის შემდეგ ინფიცირდება. ამის შესახებ ინ...
19:56 08.08
„რუსეთი არ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და უკანონო სა...
19:42 08.08
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტ...
19:06 08.08
აპატურაი საქართველოს 9 აპრილს ულოცავს აპატურაი: ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძა...
„ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური...
ვაკის პარკის შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუ...
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა...
გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთ...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, მის მოადგილეებთან გიორგი ახვ...
კობახიძე: ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე შევ...
„ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყვ...