მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა

ფაქტორინგის პროგრამა

საქართველოს ბანკმა, ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე, ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და მომხმარებელს ის ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2008 წელს, პირველმა დანერგა. ფაქტორინგი არის ინვოისის საფუძველზე დაფინანსების სერვისი. რაც ყველაზე მთავარია, ის არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივებულია.

ფაქტორინგი ძირითადად გამოიყენება ისეთ ბიზნეს საქმიანობაში, როგორიცაა: წარმოება; საბითუმო ვაჭრობა / დისტრიბუცია; მშენებლობა; ჯანდაცვა/ფარმაცევტული კომპანიები; ტრანსპორტირება. ფაქტორინგით სარგებლობა შესაძლებელია: სამუშაო კაპიტალის გასაზრდელად; ხელფასების გადასახდელად; ფულადი ნაკადების გასაზრდელად; მარაგების შესავსებად; ბიზნესის გაფართოებისთვის; ახალი ბიზნესის მიმართულების შესაქმნელად.

მიუხედავად ძირითადი ბიზნეს სექტორებისა, თუ ბიზნესი რეგულარულად ახდენს პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურების სერვისს, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ეს პროდუქტი ბიზნესის განსავითარებლად. საქართველოს ბანკის მიერ ფაქტორინგის პროცესის გაციფრულება ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს ოპერაციები ციფრულ ეკოსისტემაში განახორციელოს, თვალი ადევნოს მთელ ბიზნესპროცესს და ჰქონდეს მუდმივად განახლებული ინფორმაცია.

აღნიშნული სიახლით ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თითქმის ყველა პროცედურა ციფრულად შეასრულონ. აგრეთვე, თუ ბიზნესი დაინტერესებულია ამ სერვისით, ბანკთან შეთანხმების შემდეგ, მას პირდაპირ ბიზნესინტერნეტ ბანკში გაუაქტიურდება ფაქტორინგული სერვისი და პროცესების მართვას ციფრულად შეძლებს.

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 35.4%), სესხებისა (საბაზრო წილი 34.8%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 38.2%) მიხედვით (2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად).

საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ფაქტორინგი ახალ ციფრულ ეკოსისტემაში დაფინანსების მიღების შესაძლებლობას პროდუქციის მიწოდების ან მომსახურების გაწევისთანავე იძლევა. ფაქტორინგის უპირატესობა სხვა ტრადიციულ საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით (როგორიც არის საკრედიტო ხაზი, სესხი და სხვ.) არის ის, რომ ბიზნესს უფრო მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს და თანაც არ საჭიროებს უზრუნველყოფას, მთელი პროცესი კი გაციფრულებული და გამარტივებულია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.