მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კარანტინს გაივლიან

კორონავირუსის კარანტინი

„საქართველოს მოქალაქეები, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლიან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები ექვემდებარება გადახედვას, ცვალებადია და საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვის დროს მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ არსებული რეგულაციები.

„რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე, გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მოთხოვნები ექვემდებარება გადახედვას, ცვალებადია და საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ არსებული რეგულაციები“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, საქართველო დღეიდან ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.