მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქალაქებიდან ჩარტერული რეისებით დააბრუნებენ

 თვითმფრინავი

ევროპის ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროგრამა აღდგება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 2 ივლისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

გახარიას თქმით, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები ევროპელ პარტნიორებთან ფრენების საკითხზე ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

პრემიერმა ეკონომიკის სამინისტროს ორშაბათამდე კონკრეტული გეგმის წარდგენა დაავალა. მისი განცხადებით დაუშვებელი იქნება თუ ავიარეისებს ისევ 1 კომპანია განახორციელებს და უნდა გაჩნდეს კონკურენციის ელემენტები, თუმცა ,ამავე დროს, უნდა შენარჩუნდეს ბილეთის ღირებულების ზედა ზღვარი - €200.  

საგანგებო მდგომარეობის პირობებში 2 თვეში სპეცრეისებით სამშობლოში საქართველოს 11 880 მოქალაქე დაბრუნდა.

მთავრობის თავდაპირველი გეგმის თანახმად, რეგულარული ავიარეისები 1-ელ ივლისს უნდა აღდგენილიყო, თუმცა ის 1 თვით, 1-ელ აგვისტომდე გადავადდა. გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზად მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაცია დასახელდა.