მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს დასჯერდა

საქართველოს ნაკრები მაკედონია

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრე 1:1 ითამაშა.

კორონავირუსის პანდემიის გამო, „დინამო არენა"-ზე შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

მე-13 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და პენალტი მოიპოვა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა გოლად გარდასახა.

გაშვებული გოლის შემდეგ, უპირატესობა მაკედონიელებმა მოიპოვეს და მომენტებს უფრო ჰქმნიდნენ.

33-ე წუთზე საქართველოს ნაკრების დაცვის ცენტრში დაშვებულ შეცდომას მაკედონიელების გოლი მოჰყვა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მაკედონიელებს კაცი გაუძევეს და მთელი ტაიმი უპირატესობა გვქონდა, თუმცა ამის გამოყენება ვერ შევძელით.

საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია

მცველები: ოთარ კაკაბაძე, საბა კვერკველია, დავით ხოჭოლავა, ნიკა მალი.

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ოქრიაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია

შეცვლაზე შევიდნენ: ნიკა კაჭარავა, გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე შენგელია.