მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ნაკრებმა ტალინში ესტონეთის ნაკრები დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრები

ახალი ერთა ლიგის პირველივე ტურში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა და სტუმრად ესტონეთს 1:0 სძლია.

საქართველოს ნაკრების დანაკლისის მიუხედავად, სლოვაკმა სპეციალისტმა ვლადიმირ ვაისმა შეძლებისდაგვარად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა.

ჩვენი ნაკრები თავიდანვე ინიციატივას დაეუფლა და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილს გატანა შეეძლო, თუმცა მეტოქის მცველმა იყოჩაღა.

საქართველოს ნაკრები ხშირად უტევდა და საბოლოოდ 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასის შემდეგ ნიკა კაჭარავამ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში თამაშის ტემპი დავარდა და მეტი გოლიც არ გასულა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.