მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ებრაელ ხალხს და საქართველოში მცხოვრებ ებრაელ მოქალაქეებს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

როგორც მთავრობის მეთაური მილოცვაში აღნიშნავს, ეს დღესასწაული არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო, რომელსაც ტრადიციულად, ებრაელ ძმებთან ერთად, ოდითგანვე აღნიშნავენ საქართველოშიც.

„ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ებრაელ ხალხს, ჩვენს ებრაელ მოქალაქეებს. ეს დღესასწაული არის სინათლის სიბნელეზე, სამართლიანობის უსამართლობაზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლო, რომელსაც ტრადიციულად, ჩვენს ებრაელ ძმებთან ერთად, ოდითგანვე აღვნიშნავთ ჩვენს ქვეყანაშიც.

ახლა პანდემიის გამო ყველას რთული დღეები გვიდგას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ საერთო გამოწვევაზეც აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთმანეთის თანადგომით.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ვინც დღეს ხანუქას ზეიმობს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.