მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. 

 

მათივე ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 დეკემბერს დამტკიცებული საკარანტინო შეზღუდვები 8 იანვრიდან გამკაცრდება, ქვეყანა სრულად ჩაიკეტება. რეგულაციები ორი კვირის მანძილზე იმოქმედებს.

იკრძალება:

✔️ საცხოვრებელი ადგილიდან ერთ კილომეტრზე შორ მანძილზე გადაადგილება. დახურულ სივრცეში ხუთ, ხოლო ღია სივრცეში ათზე მეტი ადამიანის შეკრება.

✔️ ფუნქციონირებას შეწყვეტენ: სკოლები და საბავშვო ბაღები.

✔️ შეიზღუდება: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა (50%) და ქალაქებს შორის გადაადგილება.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ დამტკიცებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შობის ღამეს ქ. ბეთლემში გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა.

შეზღუდვები, ასევე, შეეხო ისრაელის საზღვრის კვეთის რეგულაციას და აეროპორტის მუშაობას:

✔️ ფრენები დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში. რეისი განხორციელდება მათთვის, ვინც ბილეთი შეიძინა კარანტინის დაწყებამდე (8 იანვარი).

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის და მუტირებული ვირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონაში განთავსდებიან, რომლის დატოვება, მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელში ორკვირიანი საყოველთაო კარანტინი ამოქმედდება. მთავრობამ კარანტინის დაწესების გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო მიიღო.