მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის „სკლენაკის“ გალერეაში გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსი“ გაიხსნა

ქართული ეროვნული სამოსი

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის „სკლენაკის“ გალერეაში გაიხსნა გამოფენა „ქართული ეროვნული სამოსი“, რომელიც 30 მაისამდე გასტანს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ესკიზების ასლები და ასევე, ქართული ეროვნული კოსტიუმები. გამოფენა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის პრაღა 6 მერიის მრჩეველს სტრატეგიული განვითარების და ძეგლთა დაცვის საკითხებში ქალბატონ ევა სმუტნას, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს გიორგი კალანდიას, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს ბატონ ონდრეი სვობოდას და "ნაციონალური სამოსის სახლის" ხელმძღვანელს ქალბატონ ეკატერინე ჯავახიშვილს მხარდაჭერისა და გამოფენის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.