მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის" შავ ზღვაში შემოსვლას ეხმაურება

აშშ-ის საბრძოლო ხომალდი შავ ზღვაში

საქართველო მიესალმება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ „დონალდ კუკის“ შემოსვლას. 

„აშშ-სა და ნატოს გაძლიერებული ყოფნა შავ ზღვაში აძლიერებს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტს, ასევე, გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო და ხომალდ „დონალდ კუკის“ მეთაური, კელი ჯოუნსი:

„შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია" - წერს კელი ჯოუნსი.

ცნობისთვის, ხომალდი „დონალდ კუკი“ საქართველოს საზღვაო სივრცეში ორჯერ იმყოფებოდა, ბოლო ვიზიტი 2019 წელს განხორციელდა.

ინფორმაციისთვის, „დონალდ კუკი“ Arleigh Burke-ის კლასს მიეკუთვნება. ეს ხომალდი რაკეტებით არის აღჭურვილი, რომლებსაც როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების განადგურება შეუძლიათ.

„დონალდ კუკი“ შავ ზღვაში ნატოს მისიის ფარგლებში იმყოფება. ეს შეერთებული შტატების მე-7 საბრძოლო ხომალდია, რომელიც შავ ზღვაში პატრულირებისთვის შევიდა.