მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა“ - ივერი მელაშვილი

მეცნიერი ივერი მელაშვიილი

„საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა. ბრალდება აბსურდული და უსაზიზღრესია“, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელაშვილის თქმით, პროცესი პოლიტიკურია.

რაც შეეხება გოგი მანჯგალაძესთან საუბარს, ივერი მელაშვილი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო.

„ბრალდება არის აბსურდული და უსაზიზღრესი. ნამდვილად არავითარი საფუძველი არ არის იმისი, რომ ნატალიას ან ჩემი ბრალეულობა არსებობდეს ფართობის გადაცემასთან დაკავშირებით.

ისეთივე აბსურდულია, რომ თითქოს ვიღაცა ცდილობდა ფართობების გადაცემას. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც კი. არავითარი საზიანო შეთანხმება არ მომხდარა. გოგი მანჯგალაძეზეც რომ არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე.

სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აბსურდულ ბრალდებას ბოლო უნდა მოეღოს“ - ივერი მელაშვილის პირველი განცხადება

👉 ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ