საზოგადოება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტის რექტორი
ლიეტუვას რესპუბლიკის
ელჩს შეხვდა
1604918397
დაკოპირებულია

საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ლიეტუვას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ელჩი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს ვიდას კავალიაუსკასს შეხვდა, დაათვალიერა ცენტრი და განიხილა წლების მანძილზე ცენტრსა და საელჩოს შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა და სამომავლო გეგმები.

„უკვე რვა წელია ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი წარმატებით ამზადებს მოტივირებულ ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ლიეტუვური ენის შესწავლა, სხვადასხვა პროექტის ინიცირება, ლიეტუვისა და მისი კულტურის გაცნობა. ცენტრი ხელს უწყობს სტუდენტებს, აღმოაჩინონ სასწავლო პროგრამები ლიეტუვაში და ამით ხელს უწყობს ახლო, ორმხრივ კავშირებს ხალხებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიის პირობებშიც კი ინტერესი ლიეტუვურ ენასთან დაკავშირებით მზარდია. ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი მზად არის, წვლილი შეიტანოს ერთობლივ ინიციატივებში, რომლებიც უკავშირდება ისტორიულ მეხსიერებას და ეროვნული უმცირესობების როლს ქართული და ლიეტუვური სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში“, - განაცხადა ანდრიუს კალინდრასმა.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, სტუ-ის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრს საპასუხისმგებლო მისია აკისრია, რაც ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ლიეტუვური ენა, ეზიარონ საქართველოს ახლო მეგობარი ქვეყნის კულტურას, ცივილიზაციას და ლიეტუვას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთონ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საუბარი შეეხო არსებული პარტნიორობის გაფართოებას და ლიეტუვური კულტურის უფრო მასშტაბურ წარდგენას ქართული საზოგადოებისათვის. იმედი გვაქვს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ლიეტუვური ცენტრის მეშვეობით, კიდევ მრავალ წარმატებულ პროექტს განახორციელებს. ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ლიეტუვას რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, ლიეტუვას მთავრობას და საელჩოს საქართველოში, ასევე, საქართველოს საელჩოს ლიეტუვას რესპუბლიკაში იმ დიდი მხარდაჭერისთვის, რაც ასე იგრძნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივბერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი მხარდაჭერილია ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსა და ლიეტუვის სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ. დაარსებიდან დღემდე, ცენტრში 350-მდე სტუდენტი სწავლობდა.

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის ხელმძღვანელი
ლუგარის ლაბორატორიის
დაარსებაზე საუბრობს

ამირან გამყრელიძე: ბოდიშს ვუხდი მოსახლეო...

მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.

1611426345

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

1611428769

რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.

1611428672

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.

1611422793

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.

1611420562
ევროპარლამენტის დროშა და
შენობა

ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს...

2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.

პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკ...

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

1611412171
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ კორნავირუსის...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.