მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

ამინდის პროგნოზი 2020 წელი

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 7-8 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.