მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

 ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი თერმომეტრი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.

ამინდი დედაქალაქში 👇

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.