მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში მორიგი ჩარტერული რეისი ბერლინიდან შესრულდა

თვითმფრინავის ასვლა ჰაერში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისი შესრულდა. თბილისი-ბერლინი-ბათუმის რეისს 175 მგზავრი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი გაჰყვა, ქვეყანაში კი ავიარეისის მეშვეობით 180 მგზავრი დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლის მიზანსაც პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს.

მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის, მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.

ინფორმაცია როგორც ბერლინის, ასევე სხვა კომერციული ჩარტერული რეისების შესახებ, რომელთა განხორციელებაც შეთანხმებულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, განთავსებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდებზე. ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს“,- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.