მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში პურის ფასი არ გაიზრდება

პურის წარმოება

საქართველოში პურის ფასი არ მოიმატებს და არც მისი დეფიციტი შეიქმნება. ამის შესახებ დღეს, 22 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა და პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადეს.

მათი განმარტებით, ფასის ზრდის პრევენცია ხორბლის სუბსიდირების სახელმწიფოს დახმარების პროგრამით გახდა შესაძლებელი.

„ამ პროგრამის საშუალებით 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად 1 ტომარა ფქვილი მიეწოდება იმ საცხობების და პურის ქარხნების ჩამონათვალს, რომლებიც აცხობენ სოციალურ პურს, შესაბამისად ფასი არ მოიმატებს“ , - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 დავითაშვილი: ჩვენი ჩარევის გარეშე პურის ფასი გაიზრდებოდა

👉 45 თეთრიდან 10 ლარამდე - რა ღირს პური მსოფლიოში?