მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

სამაგისტრო გამოცდები დაიწყო

დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.

სამაგისტრო გამოცდებზე 12 600-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული. წელს გამოცდაზე მხოლოდ 1 ტიპის ტესტია ჩასაბარებელი, რაც საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემას მოხსნის.

მაგისტრობის მსურველები შემდეგ გამოცდას სპეციალობაში უკვე უნივერსიტეტებში ჩააბარებენ.

საერთო სამაგისტრო გამოცდები ქვეყანაში 4 აგვისტომდე გაგრძელდება.