მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში საშუალო ხელფასის რაოდენობა 2.5%-ით შემცირდა

შრომის ანაზღაურება

2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 %-ით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2020 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7%- ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 %- ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 %-ით);
  • მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5%-ით);

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების - 1 352.4 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით.

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.