საზოგადოება

სახალხო დამცველი: რწმენის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა

სახალხო დამცველი 2020
1610543922
დაკოპირებულია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოფელ ბუკნარში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობის დაპირისპირებას ეხმაურება. 

მისი თქმით, ყველა მოქალაქეს უფლება აქვს სალოცავად მისთვის სასურველი ადგილი აარჩიოს, აღნიშნული უფლების დაცვის უზრუნველყოფა კი სახელმწიფოს ვალდებულებაა.

„ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2012-2016 წლებში არაერთ დაპირისპირებას ჰქონია ადგილი რელიგიური შუღლის ნიადაგზე, რასაც არ მოჰყოლია სამართლიანი და ობიექტური გამოძიება და რიგ შემთხვევებში გამოძიება შეწყდა კიდევაც.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაპირისპირება გამოიწვია მუსლიმი მოსახლეობის უფლების რეალიზაციის მოთხოვნამ, რომ ილოცონ მათთვის სასურველ ადგილზე, რაც კანონით არის უზრუნველყოფილი. რწმენა არის თავისუფალი და ეს მოიცავს იმას, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად აარჩიონ სალოცავი ადგილი, ხოლო ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, რომ დაიცვას მოქალაქეთა უფლება და ასევე უზრუნველყონ საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი გაკეთდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ჩოხატაურის მერი: ბუკნარში მოსახლეობის დაპირისპირებულ ჯგუფებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება

👉 გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა

👉 მუსლიმი თემის მხარდასაჭერად ბუკნარში აჭარიდან ათეულობით ადამიანი ჩავიდა

პალაუს დროშა

შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.

მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა. 

1610907219

არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.

1610905716

მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.

1610902736

OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

1610900654
ვოლსკი პარლამენტში

გია ვოლსკი: მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქ...

„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.

ზურაბ ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი...

„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.

მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-...

მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.

მიტროპოლიტი თეოდორე: არ შეიძლება, რომ ვა...

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.