მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულად დახმარებას არ ვიღებთ - „რეფორმერ ფიტნესი“ საქმიანობას არ წყვეტს

ფიტნეს კლუბი მუშაობას არ წყვეტს

„რეფორმერ ფიტნესი“ საქმიანობას არ წყვეტს და უარს აცხადებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე სახის დახმარების მიღებაზე. ამის შესახებ ფიტნეს კლუბი განცხადებას ავრცელებს.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი წინააღმდეგი ვართ მივიღოთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაიმე სახის ფულადი დახმარება ან/და პრივილეგია, ჩვენ ვითხოვთ თავისუფალი არჩევანის, თავისუფალი შრომის უფლებას, რომ ჩვენი ნიჭითა და უნარებით თავისუფალ, ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოში შევქმნათ ჩვენივე კეთილდღეობა!“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, ვისაც კი შესწევს უნარი უნდა იშრომოს.

„უსამართლობაა სახელმწიფო ართმევდეს ერთს და აძლევდეს მეორეს (ვისაც შესწევს უნარი იშრომოს).

ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ბათუმში არსებული ფიტნეს კლუბი „რეფორმერ ფიტნესი“ მუშაობას არ წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მათ ვებგვერდზე ვრცელდება.

📌 ცნობისთვის, კლუბმა 29 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მუშაობას არ წყვეტენ.

📌 „დილა მშვიდობისა საქართველო, სამწუხაროდ დღეიდან მინიმუმ ორი თვე ერთადერთი ფიტნეს კლუბი ვართ საქართველოში სადაც შეგიძლიათ ივარჯიშოთ“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც 28 ნოემბრიდან ამოქმედდა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.