მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო: სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ!!!

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, უერთდება, გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას. პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

 

მათივე თქმით, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა - მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. თუმცა, ეფექტიანად გამკლავებისთვის, აუცილებელი და უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს და საზოგადოების ერთიანობა - თითოეული მოქალაქის აქტიური მხარდაჭერა!

„იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ - კრიზისული ცენტრ(ებ)ის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით (მათ შორის შეხვედრის ჩანიშვნა პანდემიის დროს) დარეკეთ 24 საათის განმავლობაში, ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელ ხაზზე - 116 006 (ზარი უფასოა, კონსულტირება შესაძლებელია 8 ენაზე (ქართული ენის ჩათვლით, ანონიმურობა დაცულია).

დღეისათვის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე, საქართველოს მაშტაბით, ფუნქციონირებს 5 ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი.

კრიზისულ ცენტრის მომსახურებ(ებ)ი მიეწოდება:

⚫ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);

⚫ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად);

⚫ სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად).

კრიზისული ცენტრი ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:

⚫ ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით;

⚫ სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით;

⚫ სამართლებრივი დახმარებით;

⚫ საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით;

⚫ საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.

კრიზისული ცენტრი ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) უზრუნველყოფს, შემდეგი მომსახურებებით:

⚫ დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით თბილისის კრიზისულ ცენტრში (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);

⚫ ფსიქოლოგიურ–სოციალური დახმარებით;

⚫ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით (გარდა სექსუალური ხასიათის ძალადობის სავარაუდო მსხვერპლისა, როცა ასეთი ძალადობა არ განხორციელებულა ოჯახში ძალადობის ან/და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკიგნის) ნიშნით);

⚫ სამართლებრივი დახმარებით (ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე);

⚫ საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურებით;

⚫ საჭიროების შემთხვევაში, სხვა მომსახურებით.

კრიზისული ცენტრების მდებარეობა და მისამართი:

ქ. თბილისი (24 საათიანი მომსახურება/სადღეღამისო საცხოვრისით), დღის მომსახურებ(ებ)ის მიღება შესაძლებელია - სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე; მისამართი: თბილისი, ბუდაპეშტის ქ. N 28;

ქ. ქუთაისი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე); მისამართი: ქუთაისი, დუმბაძის ქ. N 59-61;

ქ. გორი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე); მისამართი: გორი, ბარნოვის ქ. N 9 ა;

ქ. მარნეული (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე); მისამართი: მარნეული, რუსთაველის ქ. N 41, ბ. 48;

ქ. ოზურგეთი (სადღეღამისო საცხოვრისის გარეშე, მომსახურების მიღება შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე); მისამართი: ოზურგეთი, გრიბოედოვის ქ. N 21, ბ. 1. - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.