მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობის განახლებას გეგმავს

დონა, განცხადება

საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მათ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.

„ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ - თქვენი უდიდესი თანადგომით, მხარდაჭერით, აურაცხელი გამამხნევებელი შეტყობინებით, თბილი სიტყვით და ზღვა სიყვარულით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი პირველ სექტემბერს დაუდასტურდა, რის შედეგადაც აჭარაში გაჩნდა ახალი „დონას“ კლასტერი.

ამჟამად აჭარა ეპიდაფეთქების კერად მიიჩნევა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 2054 განიკურნა, 31 კი გარდაიცვალა.