მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკონტროლო-გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხესთანაც მოეწყობა

პოლიცია გამშვებ პუნქტზე

"საკონტროლო-გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხესთანაც მოეწყობა",-ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს.

საქართველოს მასშტაბით საკონტროლო-გმაშვები პუნქტები ჯამში 9 ქალაქის შესასვლელებთან იმოქმედებს.

პოლიცია და სამხედროები უკვე აკონტროლებენ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდისა და გორის ადმინისტრაციულ საზღვრებთან არსებულ საკონტროლო-გამშვები პუნქტებს.