მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქსტატი: იანვარში საქართველოში საარსებო მინიმუმმა კაცისთვის 195.6 ლარი შეადგინა

სუიციდის სტატისტიკა აზერბაიჯანში

2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2020 წლის დეკემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 192.5 ლარი იყო, მიმდინარე წლის იანვარში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარით და 10 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 195.6 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარში 2.7 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი დეკემბერთან შედარებით და 173.2 ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლიდან, ახალი სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს.

მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.