მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი: დროა ალიევთან და ფაშინიანთან შედგეს საპრეზიდენტო საუბარი

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს არსებული ვითარებიდან გამომდინარე 3 ოქტომბერს მშვიდობისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, დროა, რომ ალიევთან და ფაშინიანთან შედგეს საპრეზიდენტო საუბარი, რომელიც ამ კვირას იგეგმება.

„მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ საქართველოს ნეიტრალურობა 2 მეზობელი ქვეყნის მიმართ. ამ 3 ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის პროცესს და მშვიდობიან მოლაპარაკებებს.

არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს მოლაპარაკებებისთვის თბილისში ეპატიჟება.

კითხვაზე დაეხმარებოდა თუ არა მოსკოვს სამხედრო დახმარების გაწევაში სომხეთისთვის რუსული ჯარის გატარებაში, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არ იქნება სწორი თუ კი ამ კითხას თავად გასცემს პასუხს.

„რუსეთისგან ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ჩვენ გამოვეცით ოფიციალური განცხადება, სადაც ნათლად არის ნათქვამი, რომ შეჩერებულია ყველანაირი ნებართვა, რაც ეხება სამხედრო ტრანზიტს ნებისმიერი ფორმით, სახმელეთო იქნება ეს თუ საჰაერო.

თუმცა, მე ამ მიმართულებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და იმედს ვიტოვებ, რომ არც მექნება“, - დასძინა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო. სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.