მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი ნინოობის დღსასწაულს ჯავახეთში აღნიშნავს (ვიდეო)

პრეზიდენტი ეკლესიაში

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნინოობის დღესასწაულთან დაკავშრებით საზეიმო წირვას ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ესწრება.

ღვთისმსახურების მიმდინარეობა საქართველოს მთავრსარდლმა „ფეისბუქის“ საშუალებით პირდაპირ ეთერში გადმოსცა და საზოგადოებას ამ ფორმით დღესასწაული მიულოცა.

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.