მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტის ბრიფინგი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე მის განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი მედიასაშუალებებს მიმართავს.

„მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები“, - წერია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ 20-მდე მძევალი ჰყავთ აყვანილი.

აგრეთვე, წაიკითხეთ 👇

👉 ზუგდიდში თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა

👉 საათნახევარში მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თავდამსხმელი მძევლების დახოცვით იმუქრება