მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამეგრელოში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ნათესავი დააკავეს

დაკავებული ადამიანი ზურგით

სამეგრელოში 15 წლის მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით ახალგარზდა მამაკაცი დააკავეს.

ის სამართალდამცველებმა დღეს დილით, გამთენიისას აიყვანეს. დაკავებულის ადვოკატი ჯიტა გულუა ამბობს, რომ მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ, 1-ელ აგვისტოს წარუდგენენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.