მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამეგრელოში, სოფელ ძველ სენაკში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

დეჟავუში აფეთქება მოხდა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში ოჯახის წევრებმა ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას დაზიანება ყელის არეში საკანცელარიო დანით აქვს მიყენებული. გარდაცვლილი სახლის მიმდებარედ, ყანაში საკუთარმა მამამ იპოვა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყოს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შსს-ში აცხადებენ, რომ შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.