მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამგორში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

სამგორში ახალი ბაღი შენდება

სამგორის რაიონში ევგენი აფხაზავას ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაგა-ბაღი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ბაღი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. ევგენი აფხაზავას ქუჩაზე, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და სკოლამდელი აღზრდის ყველა სხვა სტანდარტი. 12-ჯგუფიანი ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მიიღებს. ბაღში 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

პროექტის დეტალები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესა და სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძეს გააცნო.

„სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულებაა და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. ლილოს დასახლებაში ამჟამად, მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. მომავალ წელს, ამ ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, კიდევ 400-მდე ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ჩვენი სერვისებით ისარგებლოს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ბაღის მშენებლობას შპს „ორნამენტი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 4 357 385 ლარია და მისი დასრულება 2021 წელს იგეგმება.