მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამშენებლო და სარემონტო მასალების 60 000-მდე დასახელების პროდუქტი „მიჰაუსში“ – ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი 17 ივლისს იხსნება

ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი იხსნება, 2020 წ.

21 ქვეყნიდან ჩამოტანილი 60 ათასამდე დასახელების სამშენებლო და სარემონტო ნებისმიერი მასალის შეძენა 17 ივლისიდან ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი – 12 ათას კვ.მ-ის ფართობზე გაშლილი ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ სწორედ ამ დღიდან შეძლებს მომხმარებლების მიღებას „თბილისის ზღვის პლაზას“ ტერიტორიაზე.

ეს არ იქნება კლასიკური გაგებით ჰიპერმარკეტი. ეს არის შოურუმი, რომელიც დამატებით ღირებულებებს სთავაზობს მომხმარებელს. უპირველესად, თბილისში მომხმარებელს აღარ მოუწევს სხვადასხვა ლოკაციებზე სიარული სასურველი სამშენებლო და სარემონტო მასალების შესაძენად, მით უმეტეს, პარკირების ასეთი პრობლემის პირობებში.

გარდა ამისა, „მიჰაუსის“ შოურუმში მომხმარებელი შეძლებს მშენებლობისა თუ რემონტის ყველა პროცედურების წინასწარ გავლას, დაგეგმვას და მას ამაში პროფესიონალი დიზაინერები დაეხმარებიან – სრულიად უსასყიდლოდ.

ვისაც მშენებლობასთან და რემონტთან ჰქონია შეხება, ყველამ იცის, რა პრობლემებთან, დამატებით, გაუაზრებელ ფინანსურ თუ დროის კარგვასთანაა ყველაფერი დაკავშირებული, თუ პროცესი ზედმიწევნით არ დაიგეგმა. „მიჰაუსის“ სპეციალისტები სწორედ ამ პროცესის ზედმიწევნით დაგეგმვასა და მასალების იდეალურად შერჩევაში დაეხმარებიან მომხმარებლებს.

„მომხმარებელი ერთ სივრცეში არამხოლოდ იყიდის სასურველ პროდუქტს, არამედ გამოცდის კიდეც მას, ნახავს, რეალურად როგორ გამოიყენება ესა თუ ის მასალა და წინასწარ შეძლებს დაგეგმოს მშენებლობა თუ რემონტი „მაიჰაუსის“ კომფორტულ შოურუმში, – ამბობენ კომპანიაში. – „მიჰაუსის“ შოურუმი, უფრო გაამარტივებს და სასიამოვნოს გახდის მშენებლობის დაგეგმვის პროცესს“.

„მიჰაუსის“ სპეციალისტები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეარჩიეს, რის შემდეგაც მათ უშუალოდ ბრენდების ექსკლუზიური ტრენინგები გაიარეს.

გარდა პროდუქციის უზარმაზარი, უპრეცენდენტო არჩევანისა, ჰიპერმარკეტის მომხმარებლების სურვილის შესაბამისად შექმნიან ინტერიერის დიზაინს, შეურჩევენ შესაბამის სამშენებლო თუ სარემონტო მასალებს და VR სათვალის გამოყენებით აჩვენებენ მათი მომავალი სახლის 3D გამოსახულებას.

„ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც სამშენებლო მასალებს და საკონსულტაციო მომსახურებას, აგრეთვე ძალიან საინტერესო შესაძლებლობას „Do It Yourself“ („გააკეთე შენ თვითონ“), რისთვისაც საკმაოდ დიდი სექციებია გამოყოფილი“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

DIY კონცეფცია კომუნიკაციაში აქტიურად იიქნება გამოყენებული. მომხმარებელს კი მუდმივად შესთავაზებენ ბლოგპოსტებს რემონტისა და მშენებლობის შესახებ რჩევებს და DIY პროექტების გზამკვლევებს.