მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამშენებლო ვიბრაციებმა შეიძლება მეწყრული პროცესები ააჩქაროს“ - გეოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე

სეისმოლოგი ლაშა სუხიშვილი

„დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, გეოლოგი ლაშა სუხიშვილი აცხადებს, რომ  ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებმა, შესაძლოა, მეწყრული პროცესები კიდევ უფრო ააჩქაროს.  

ლაშა სუხიშვილი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე სამუშაოებმა და ვიბრაციებმა მძინარე სტადიაში მყოფი დანარჩენი ფერდი დინამიკაში მოიყვანოს.

„ეს არის სარისკო გადაწყვეტილება, ძალიან საინტერესოა გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ იყო, რა საფუძველი აქვს ამ გადაწყვეტილებას, რა პლუსები და მინუსებია იდენტიფიცირებული ამ სამუშაოების განხორციელებისას და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ეს უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე და თუნდაც პოსტ ფაქტუმ უნდა ვიცოდეთ რა ხდება ფერდზე. სამშენებლო ვიბრაციებმა შეიძლება ააჩქაროს მეწყრული პროცესები და შეიძლება ითქვას, რომ მძინარე სტადიაში მყოფი დანარჩენი ფერდი დინამიკაში მოიყვანოს“, - აღნიშნა ლაშა სუხიშვილმა „ფორმულას“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შემთხვევის გამო, შეზღუდულია მოძრაობა მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე.

გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თბილისის მერიის განცხადებით, მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურების საკითხს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები სწავლობენ.

ამავე თემაზე:

🔴 გეოლოგი: დაწყებულია შეუქცევადი პროცესი, მისი გაჩერება შეუძლებელია

🔴 „გეგმა უნდა არსებობდეს, არ ვართ დარწმუნებული, რომ ევაკუაცია საჭიროა ან არ არის საჭირო“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე