მაშველებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში შვიდი ადამიანი გადაარჩინეს. სოფელ გომსა და საჯავახოში მოქალაქეები ადიდებული მდინარე რიონიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.
უხვმა ნალექმა გომში საცხოვრებელი კოტეჯები დატბორა და იქ მყოფ მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა. მათ გამოყვანას მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მოქალაქეების ევაკუირება ნავების საშუალებით მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად მდინარე რიონი გადმოვიდა კალაპოტიდან. სოფელ გომიდან შევიდა შეტყობინება, რომ რამდენიმე მოქალაქე ვერ ახერხებდა გამოსვლას უსაფრთხო ადგილზე, მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მცურავი საშუალებების გამოყენებით მოხდა მოქალაქეების უვნებლად გადმოყვანა.
„ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ საძოვრებზე, მოვარდნილმა წყალმა მოაცილა უსაფრთხო ადგილს და მაშველების რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად სპეცტექნიკით მოხდა ადამიანების გამოყვანა. ჩვენ დროულად მოვახდინეთ რეაგირება, რაც შეეხება გზების გაწმენდას, სამუშაოები დამთავრებულია. რამდენიმე ოჯახში შევიდა წყალი, მაგრამ ახლა უკვე წყლის დონე დაწეულია"- განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები წყალტუბოს, ხარაგაულის, სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტებში შექმნა.
თურქეთის გუბერნატორის თქმით, 17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას „hurriyetdailynews“ ავრცელებს.
მოსკოვში შერემეტოვოს აეროპორტში ალექსეი ნავალნისთან პასპორტ კონტროლის დროს პოლიცია მივიდა და მოსთხოვეს მათ გაჰყოლოდა.
არასამთვრობო ორგანიზაცია საიას თავმჯდომარედ ასოციაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. ინფორმაციას საია ავრცელებს.
მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.
OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
„მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჩვენი წინადადება უცვლელია, თუ საუბარია ვადამდელ, ან განმეორებით არჩევნებზე“ - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, ამის საფუძველს ქმნის მხოლოდ კომპეტენტური კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნები, რომელსაც ვერანაირად ვერ გააყალბებ.
„არ მჯერა, რომ ის სადმე წასვლას აპირებდეს ან საფრანგეთში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. პირიქით მგონია, რომ იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, მათ შორის ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადადგა ეს ნაბიჯი და გაიწია პოლიტიკის წინა ხაზებიდან.
მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო.
ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორეს განცხადებით, აუცილებელია, რომ კორონავირუსის კონკრეტული პრეპარატების შესახებ იყოს საუბარი და ახსნა, თუ რა უკუჩვენებები გააჩნიათ მათ, როგორ იცავენ ისინი ადამიანებს. მისი თქმით, არ შეიძლება ვაქცინას უკუჩვენებები არ ჰქონდეს.