მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საოკუპაციო ხაზთან 19 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება

მავთულხლართები

59 დასახლებულ პუნქტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დასახლებულ პუნქტებს მაღალმთიანის სტატუსი გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში.

„ფაქტობროვად გამოდის, რომ 246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის ინფორმაციით, მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება დუშეთის და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებულ პუნქტს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს.

მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები მოქალაქეები სხვადასხვა შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორინაა კომუნალური შეღავათები. გარდა ამისა, ექიმებს, პედაგოგებს აქვთ სახელფასო დანამატები.