მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო მხარს უჭერს ყველა რელიგიური ორგანიზაციისათვის საბჭოთა ზიანის ანაზღაურებას

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მხარს უჭერს საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალი ყველა რელიგიურ გაერთიანებას აუნაზღაურდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შეხვედრა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობაში, კავშირი „21- ე საუკუნის" ინიციატივით შედგა.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა არაერთხელ გააჟღერეს.

„ინტერრელიგიური სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იღებდნენ. შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში მიადგათ ზარალი. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას.ეს პოზიცია არაერთხელ იქნა გაჟღერებული ჩვენ მიერ და ვიმედოვნებთ, იგი რეალობად მალე იქცევა".- აცხადებენ საპატრიარქოში.