მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს პოზიციით, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს.

„შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს.

დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას.

პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გრძელდება.

რიონის ხეობის მცველები აქციებს სოფელ გუმათში მართავენ, რადგან პოლიცია მათ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ადგილზე პროტესტისთვის დაბრუნების უფლებას არ აძლევს.

სოფელ გუმათის გარდა, ამ წუთებში საპროტესტო აქცია იმართება ასევე ქუთაისის ცენტრში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ჩვენი კითხვების ადრესატი მერაბ ლომინაძე არ არის“ - ვარლამ გოლეთიანი დიალოგის შეთავაზებაზე

👉 ნათია თურნავა: აყენებენ პირობებს, მთავრობის წევრებზე ნაკლები რანგის მქონე ადამიანებთან საუბარი არ უნდათ

👉 „მოვუწოდებ შსს-ს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან“ - ნინო ლომჯარია „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით