მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს არ ასაჯაროებს

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს არ ასაჯაროებს. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, საკითხებს ვერ დაასახელებს.

მისივე თქმით, კომენტარს არ გააკეთებს რელიგიის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც, რომლის მიხედვითაც 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომაზე ილია II-ის გადაყენება იგეგმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა პოზიცია და განაცხადა, რომ ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია „ფანტაზიაა“.

„ჟურნალისტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ“, - წერს მამა ანდრია.

ინფორმაციისთვის, 11 თებერვალს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ამ დროისთვის უცნობია რა იქნება სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხები.