მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქოში მღვდელმთავრები იკრიბებიან

საპატრიარქოს შენობა

საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება. ამ წუთებში წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოში იკრიბებიან. 

როგორც ცნობილია საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხები არ გაუსაჯაროებია. არსებული ინფორმაციით, სინოდის წევრების ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ვაქცინაცია იქნება.

„ბუნებრივია მაქვს აზრი იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ასე დარჩება. ალბათ, სინოდის წევრებიც შესაძლოა ასე ფიქრობდნენ. იმიტომ რომ ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს სინოდის წევრი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ პროტესტის ნიშნად აქციას მართავს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პეტრე ცაავა: პატრიარქი უნდა გადააყენოს და განკვეთოს რჯულის კანონმა

✔️ „პატრიარქს მოვუწოდებ ჩემი ძმის მიმართ ჩადენილი დანაშაული შეინანოს“ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა